მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ჩემპიონატის 28-ე ტურში გრაცის შტურმი რაპიდს ესტუმრა და მეტოქე 1-3 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც თავი გოლით გამოიჩინა. ქართველმა ნახევარმცველმა 44-ე წუთზე ანგარიში 1-3 გახადა.
შტურმმა ამ გამარჯვების შემდეგ 38 ქულა დააგროვა და საჩემპიონო ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. კონკურენტმა ზალცბურგმა კლაგენფურტთან 4-3 წააგო და 35 ქულა დარჩა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, შემდეგ ტურში კი სწორედ შტურმისა და ზალცბურგის დაპირისპირება შედგება.
რაც შეეხება კიტეიშვილს, მის ანგარიშზე მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძვის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 დღის წინ
4 დღის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ