ფრანგული სპორტული გამოცემა L'Équipe-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი ოფიციალურად 1 სექტემბრიდან ჩაიბარებს საფრანგეთის ნაკრებს.
გამოცემის ცნობით, ზიდანი დიდიე დეშამს შეცვლის, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას დანიშვნა ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ განაცხადა, რომ შესაბამისი განცხადება თვის ბოლომდე გაკეთდება.
ამავდროულად, ფრანგული გაზეთი Le Parisien წერს, რომ ზიდანმა უკვე დაიწყო სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება თავისი მრავალწლიანი თანაშემწის, დავიდ ბეტონის მონაწილეობით.
ზიდანის სადებიუტო მატჩი საფრანგეთის ნაკრების სათავეში ერთა ლიგაზე თურქეთის წინააღმდეგ გასვლაზე გაიმართება, რის შემდეგაც, 2 ოქტომბერს, საფრანგეთი სტად დე ფრანსზე იტალიას უმასპინძლებს.
სამწვრთნელო კარიერაში ზიდანმა განსაკუთრებულ წარმატებას მადრიდის რეალთან მიაღწია და 2016-2018 წლებში კლუბს ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა, რაც დღემდე უნიკალურ მიღწევად რჩება.
ზიდანის პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი ევრო 2028 იქნება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ზიზუმ უკვე გააფორმა 4-წლიანი კონტრაქტი, რომელიც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე იქნება გათვლილი.