Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სატრანსფერო ექსპერტმა, ჩირო ვენერატომ, Rai Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ილაპარაკა.
„კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივება ნაპოლისთან კვლავ ძალიან აქტუალური თემაა და ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები ახლახანს გადაიდგა.
ხვიჩა ამ ზაფხულს ნაპოლის არ დატოვებს: სეზონის ბოლოს დე ლაურენტისი მას მეგა-კონტრაქტს შესთავაზებს და ფეხბურთელის წასვლას 2025-მდე გადადებს.
არაა გამორიცხული, კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწეროს. მიუხედავად იმისა, რომ კვარას ლივერპული, ბარსა, ჩელსი და პსჟ ინტერესდებიან, ოსიმენთან ერთად, პრეზიდენტი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ კვარაც ამ ზაფხულსვე დაკარგოს." - ციტირებს ვენერატოს სიტყვებს CalcioNapoli24.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებისას, ნაპოლიმ მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაწერა 120/130 მილიონი ევროს ოდენობით. დიდი შანსია, ხვიჩას შემთხვევაშიც იგივე მოხდეს.
კომენტარები
9 საათის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ
5 საათის წინ