მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთში კოპა დელ რეის სხვადასხვა გუნდები იგებენ.
ბოლო ექვს სეზონში ტურნირს ექვსი სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა.
2019 წელს სამეფო თასი ვალენსიამ მოიგო, როცა ფინალში ბარსელონას 2:1 აჯობა.
2020-ში ტურნირის ფინალი პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით, 2021-ში ჩატარდა, რომელშიც სოსიედადმა ბილბაო 1:0 დაამარცხა.
2021-ში, წინა ფინალიდან ორ კვირაში, ბილბაომ კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩი, ამჯერად ბარსელონასთან წააგო - 0:4.
2022-ში ფინალურ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბეტისთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ანდალუსიური კლუბი სამეფო თასის მფლობელი გახდა.
2023-ში რეალმა გადამწყვეტ მატჩში ტურნირის სენსაცია ოსასუნა 2:1 დაამარცხა.
გუშინდელ ფინალურ მატჩში კი ბილბაო და მალიორკა დაუპირისპირდნენ და 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბასკური კლუბი ნანატრ ტიტულს ისტორიაში 24-ედ დაეუფლა.
კომენტარები