ბარსელონა მორიგი სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე დადგა, რამაც შესაძლოა ხორვატი მეკარის, დომინიკ ლივაკოვიჩის დარეგისტრირებას ხელი შეუშალოს.
მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის გოლკიპერის ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდა, ფინანსური ფეირ-პლეის მკაცრი რეგულაციების გამო ის ლა ლიგის განაცხადში ჯერ კიდევ არ ფიგურირებს.
თავდაპირველად სპორტულ დირექტორს, დეკუს, ლივაკოვიჩის დამატება 2027/2028 წლების სეზონისთვის სურდა, როდესაც ვოიცეხ სჩესნის კონტრაქტი ამოეწურებოდა. თუმცა, 36 წლის პოლონელის ასაკისა და ფორმის გამო, კატალონიელებმა ხორვატის დამატება მიმდინარე სეზონშივე გადაწყვიტეს.
გაზეთ Marca-ს ცნობით, ბარსელონას სახელფასო ჭერის პრობლემა და ფინანსური შეზღუდვები ხელს უშლის. ამ ეტაპზე ლა ლიგის განაცხადში მხოლოდ სამი მეკარეა, ჟოან გარსია, სჩესნი და ედერ ალერი, ლივაკოვიჩის სახელი კი სიაში არ არის.
კლუბი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელს ბოლო წუთებში მაინც დარეგისტრირებს, რაზეც გაბრიელ ჟეზუსის ახალი ტრანსფერი და გუნდის ბიუჯეტიც მოქმედებს. თუმცა, თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება, ბარსელონა იძულებული გახდება სარეზერვო გეგმა აამოქმედოს და ლივაკოვიჩი 2027/2028 წლების სეზონამდე სხვა გუნდში იჯარით გაუშვას.