ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სოსიედადის შემტევს, ტაკეფუსა კუბოს მიაჩნია, რომ რეალთან მატჩში მის გუნდს გოლი უსამართლოდ გაუუქმეს.
მატჩის 32-ე წუთზე ორელიან ჩუამენის საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი წაართვეს და კუბომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია და როგორც აღმოჩნდა, ფრანგი საყრდენის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, რის გამოც გოლი გაუქმდა.
„ძალიან ვწუხვარ, ვინც ამ თამაშს უყურა, ხვდება, რომ მოგებას ვიმსახურებდით.
გოლი გავიტანე, რომლის გარეშეც ორი თუ სამი შანსი გვქონდა. მათ გაუმართლათ, 90 წუთში მაქსიმუმ ერთი თუ ორი მომენტი ჰქონდათ. ჩვენი გუნდი უფრო კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მთავარი შედეგია.
რეალის ფეხბურთელს [ჩუამენის] ჩამოეძინა და ბარენეჩეამ მას ბურთი სუფთად აართვა. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთ გოლს ნამდვილად არ გააუქმებდნენ.
საკუთარ მოედანზე სულ ასეთ მატჩებს ვაგებთ და სწორედ ეს გვიშლის ხელს ევროთასებზე გასვლაში." - აღნიშნა კუბომ.
კომენტარები
1 საათის წინ
22 წუთის წინ
28 წუთის წინ