Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლიმ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე იუვენტუსი მიიღო და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ბრემერის მოგერიებული ბურთი ქართველმა ერთი შეხებით შჩესნის კარისკენ გაგზავნა და გოლიც გაიტანა.
81-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მატჩის კულმინაცია წინ იყო.
88-ე წუთზე ტურინელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ვიქტორ ოსიმენმა თავისი გამომუშავებული პენალტის დარტყმა საკუთარ თავზე აიღო. ნიგერიელს ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა, თუმცა დამატებაზე ჯაკომო რასპადორიმ ყველას დაასწრო და ნაპოლის გამარჯვებაც მოუტანა.
ნაპოლიმ ამ გამარჯვებით 43 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, იუვენტუსი კი 57 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ინტერს უკვე 12 ქულით ჩამორჩება.
ხვიჩა კვარაცხელიამ Whoscored-ის მიხედვით 8.0 შეფასება დაიმსახურა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგია.
ქართველ შემტევს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
კომენტარები
15 საათის წინ
21 საათის წინ
2 დღის წინ
19 საათის წინ