Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა საბერძნეთთან დღევანდელი მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
განაცხადს მიღმა სამი ფეხბურთელი დარჩა: საბა საზონოვი, ანზორ მექვაბიშვილი და ვლადიმერ მამუჩაშვილი.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:
მეკარეები: მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი
მცველები: კაკაბაძე, დვალი, კაშია, კვერკველია, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, გველესიანი
ნახევარმცველები: ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ალთუნაშვილი, შენგელია, კანკავა, წიტაიშვილი
თავდამსხმელები: კვარაცხელია, ზივზივაძე, ქვილითაია, მიქაუტაძე.
მოგეხსენებათ, რომ ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს უბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საბერძნეთთან შეხვედრაში ერთ-ერთი მთავარი იმედი იქნება.
კვარას ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 2 გოლი აკლია (თემურ ქეცბაია - 17), რომ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადავიდეს. არ არსებობს უკეთესი მატჩი, სადაც ხვიჩას შეუძლია ამ შედეგის გაუმჯობესებისთვის იბრძოლოს და თავისი შანსი გამოიყენოს.
თავის შანსს დაელოდება ბუდუ ზივზივაძეც, რომელსაც კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და საოცარ ფორმაშია.
თავისი დაწყებული საქმის დასრულებას შეეცდება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელიც უკავშირდება ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების პირველ წარმატებას. ჩაკვეს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
საბერძნეთთან მატჩის დღეს დაბადების დღე აქვს ოთარ კიტეიშვილს, რომელიც 28 წლის გახდა. იმედია, რომ კიტეს ეს იუბილე სამუდამოდ დაამახსოვრდება და ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა. თვითონაც თუ საგოლე მოქმედებით გამოიჩენს თავს, რა თქმა უნდა, ამაზე არც ჩვენ და არც თავად უარს არ იტყვის.
მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დინამო არენაზე დაიწყება.
კომენტარები
9 საათის წინ
11 საათის წინ
11 საათის წინ
5 საათის წინ