სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური Goal ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის გარშემო არსებულ სიტუაციაზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
ნაპოლი კონტრაქტის განახლების თაობაზე კვარაცხელიას პასუხს ელოდება. ხელის არმოწერის შემთხვევაში კი ქართველი შესაძლოა სატრანსფერო ბაზარზე აღმოჩნდეს.
ნეაპოლიტანური კლუბის წარდგენილი შეთავაზება უკვე ცნობილია, მაგრამ ქართველის გარემოცვას პასუხი ჯერ არ გაუცია. დრო მოსალოდნელზე მეტად გაიწელა, რაც ნაპოლის გულშემატკივრებისთვის არასასურველი სცენარების განვითარების რისკს ზრდის.
La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, მომდევნო თვეებში კვარაცხელიას სატრანსფერო ბაზარზე დაყენება არ არის გამორიცხული.
ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ კვარაცხელიას კონტრაქტზე შემდეგი რამ თქვა:
"ჩვენ გვინდა, რომ მისი თავგადასავალი ნაპოლიში დავაფასოთ, რადგან ის ამას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი ამ სეზონის გარდა კიდევ 2 წელი აკავშირებს. ჩვენ გვინდა, რომ ის დავაჯილდოვოთ, თუმცა წნეხი არ არსებობს. თუ ახლა ვერ შევთანხმდით, ივნისში დავილაპარაკებთ. დროის მხრივ ჩარჩოები არ გვაქვს". - განაცხადა მანამ.
შეთავაზება ზაფხულში
ნაპოლიმ ნაბიჯი რამდენიმე თვის წინ გადადგა. როგორც თავად მანამ განაცხადა, შეთავაზება კვარაცხელიამ გასულ ივლისში მიიღო.
"ჩვენ მოთამაშესა და მის გარემოცვას ვესაუბრებით, შეთავაზება ივლისში გაკეთდა და ამას განვიხილავთ. სიტუაციის გაწელვას დიდხანს არ ვაპირებთ, რადგან ჩემპიონატზე ფოკუსირებაა საჭირო, გვინდა რომ ის კონცენტრირებული იყოს. პრობლემის გადაწყვეტას მოკლე დროში ველოდებით, სხვა შემთხვევაში სეზონის ბოლომდე მოვიცდით". - განაცხადა მანამ.
ნაპოლის შეთავაზება კვარაცხელიას
დღევანდელი მონაცემებით, კვარაცხელიას მოთხოვნასა და ნაპოლის შეთავაზებას შორის სხვაობა არის. მოთამაშეს სურს, რომ წელიწადში 8 მილიონი ევრო მიიღოს (ახლა 1.8 მილიონი აქვს), ნაპოლი კი მას ბონუსების ჩათვლით 6 მილიონს სთავაზობს.
ყველაზე რთული საკითხი კი გამოსასყიდი პუნქტია, რომლისთვისაც ნაპოლი თავის არიდებას ცდილობს. კლუბს სურს, რომ ეს თანხა მინიმუმ 120 მილიონი ევრო იყოს ოსიმენის სტილში, კვარაცხელიას გარემოცვა კი ამ თანხის 80 მილიონამდე ჩამოწევას ცდილობს.
კვარაცხელიას დაყენება ტრანსფერზე?
მანამ ხაზი გაუსვა, რომ ნაპოლი სეზონის ბოლომდე მოიცდის, შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღება. თუ იმ დროისთვის შეთანხმება ვერ მოხერხდა, კვარაცხელია შესაძლო ოფიციალურად ტრანსფერზე დააყენონ.
საიდუმლო არაა, რომ ორი კლუბის, პსჟ-სა და ბარსელონას ინტერესი არსებობს. პარიზელებმა რამდენიმე თვის წინ ნაბიჯი უკვე გადადგეს, თუმცა მათ წინ დე ლაურენტისის კედელი აღუდგა, ეს კედელი კი შემდეგ ზაფხულში შესაძლოა ნაკლებად სოლიდური და ადვილად ჩამოსანგრევი გახდეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები