2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკვე თვეებია ნაპოლისთან ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე საუბარი არ წყდება. აშკარაა, რომ მოლაპარაკებები იწელება და მხარეებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს შეთანხმება.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნაპოლის უკვე მზად აქვს ახალი კონტრაქტის შეთავაზება, რომელიც სეზონში ანაზღაურებას 5-6 მილიონი ევროს ოდენობით ითვალისწინებს. რომანოს ცნობით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის მომდევნო კვირებშიც გავრცელდება.
ასევე იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას თქმით კი, მომდევნო დღეებში კვარაცხელიას აგენტებთან ახალი შეხვედრაა მოსალოდნელი, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებაზე. სკირას ცნობით, ნაპოლი კვარას წელიწადში 5.5 მილიონ ევროსა და პლუს ბონუსებს სთავაზობს. მოთამაშე კი ან 8 მილიონს ან 7+1 მილიონს ითხოვს. კონტრაქტში ასევე შესაძლოა გამოსასყიდი პუნქტიც ჩაიწეროს.
ამის პარალელურად კი კომენტარი ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.
"კვარაცხელიას მომავალი? მოთამაშეები, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან, ნაპოლიში იმდენი ხანი დარჩებიან, რამდენი ხანიც გვინდა. რა მოხდება თუ ის წავა? სხვა შემთხვევებიც ყოფილა, ჩვენ პრობლემა ამასთან დაკავშირებით არასდროს გვქონია. მნიშვნელოვანია, მოთამაშეების სურვილების პატივისცემა, რომლებიც ასევე პატივს სცემენ ჩვენს ინვესტიციებს." - განაცხადა დე ლაურენტისმა Sky Sport-თან.
ქართველ ფეხბურთელს ნაპოლისთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. კვარაცხელიას ანგარიშზე იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. გასულ ტურში ნაპოლიმ ემპოლი სწორედ ქართველის გოლით დაამარცხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები