Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 25-ე ტურში ნაპოლი ჯენოას დაუპირისპირდა.
მატჩში ანგარიში 47-ე წუთზე მორტენ ფრენდრუპმა გახსნა.
90-ე წუთზე კი ნაპოლის ქულა ახალწვეულმა სირილ ნგონგემ მოუპოვა, რომელმაც ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე მე-2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სტატისტიკური ვებ-გვერდების შეფასებით ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან Whoscored-ისგან 8.4 შეფასება დაიმსახურა.
ხვიჩას დრიბლინგის 9 მცდელობიდან 8 წარმატებული იყო, კარში კი ზუსტად 2-ჯერ დაარტყა, თუმცა მეკარემ ორივე შემთხვევაში აჯობა. კვარას პასების 88% ზუსტი იყო (40-დან 35), თანაგუნდელებს კი შანსი 5-ჯერ შეუქმნა.
ნაპოლის 36 ქულა დაუგროვდა და ამ მომენტისთვის ცხრილში მე-9 ადგილზეა.
კომენტარები
17 საათის წინ
16 საათის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ