Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ Versus-თან ისაუბრა.
"საქართველოში ვარჯიშის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვაგრძელებდი თამაშს პატარა სტადიონზე, სწორედ მაშინ განმივითარდა ტექნიკა, რომელსაც დღეს ვიყენებ. ფეხბურთის თამაშის საუკეთესო გზა თავისუფლებაა."
"პრედატორის თაობის" წევრობა საოცარი გრძნობაა. ადიდასის პრედატორი ისეთ ლეგენდებს მახსენებს, როგორიც ზიდანია, ამიტომაც დიდი პატივია, რომ ამ ბუცების ჩაცმა შემიძლია."
"მარადონა ნეაპოლის ღმერთია. მასთან შედარება ძალიან კარგი შეგრძნებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის სხვა დონეზე იყო. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვამაყობ, რომ გულშემატკივრები კვარადონას მეძახიან." - ციტირებს ქართველის სიტყვებს Versus.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ცოტა ხნის წინ ადიდასის სახე გახდა და სწორედ ამ სპორტული ბრენდის ახალი ბუცებით თამაშობს.
კომენტარები
17 საათის წინ
2 დღის წინ
16 საათის წინ
11 საათის წინ