Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტატისტიკური ვებ-გვერდის Sofascore-ის მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია 25-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა შემტევმა ჯენოასთან მატჩში (1-1) გოლი და საგოლე გადაცემა ვერ მიითვალა, მაინც 8.3 შეფასება დაიმსახურა. კვარას დრიბლინგის 9 მცდელობიდან 8 წარმატებული იყო, ამასთან მან თანაგუნდელებს 5 საგოლე შანსი შეუქმნა, თავადაც კარში ბურთი 2-ჯერ დაარტყა, თუმცა ორივე შემთხვევაში მეკარემ აჯობა. გუნდში ხვიჩასთან ერთად მისი თანაგუნდელი სირილ ნგონგეც მოხვდა, რომელმაც ნაპოლის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით ქულა მოუპოვა.
ტურის საუკეთესო მოთამაშედ შეფასებების მიხედვით რომას კარის დარაჯი მილე სვილარი (9.3) დასახელდა. ფროზინონესთან მოგებულ (0-3) მატჩში სერბი მეკარის ანგარიშზე 7 მოგერიებული ბურთი იყო.
თერთმეტეულში ყველაზე მეტი (5) წარმომადგენელი ინტერს ჰყავს, რომელმაც სალერნიტანა 4-0 დაამარცხა.
კომენტარები
14 საათის წინ
18 საათის წინ
20 საათის წინ
2 დღის წინ