Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან კარგი თამაშით სერია ა-ს კვირის საუკეთესო გუნდში ადგილი დაიმსახურა.
Whoscored-ის ვერსიით ქართველმა 7.9 შეფასება დაიმსახურა და ნაპოლის ერთადერთი მოთამაშე გახდა, რომელიც ამ სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ კვარამ ტურინელებს გოლი გაუტანა, ნაპოლიმ კი იუვე 2-1 დაამარცხა.
სერია ა-ს კვირის საუკეთესო მოთამაშედ სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა პაულო დიბალა დაასახელა, რომელსაც 8.5 შეფასება დაუწერეს. ყველაზე მეტი (4) წარმომადგენელიც თერთმეტეულში სწორედ რომას ჰყავს, რომელმაც მონცა 1-4 დაამარცხა.
კომენტარები
17 საათის წინ
15 საათის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ