Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანისა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ოსკარ დამიანიმ გუნდების ლიდერებზე ისაუბრა.
"კვარაცხელია პოტენციურად გადამწყვეტი მოთამაშეა, რომელსაც აქვს იმის ხარისხი, რომ მომენტი დაასრულოს ან გუნდელი მოახვედროს ხელსაყრელ ვითარებაში, მაგრამ ის ხანდახან უსარგებლო დრიბლინგში იკარგება ისეთ სიტუაციებში, როცა მომენტი დაგვირგვინებას მოითხოვს. მისთვის საჭიროა უფრო კონკრეტული იყოს. მას იმ სიმწიფისთვის ჯერ არ მიუღწევია, რომ ყოველთვის გადამწყვეტი იყოს, მაგრამ ეს შეუძლია, რადგან ძალიან ძლიერია."
"მისი და ლეაუს მსგავსება? კარგი სისწრაფე, სიძლიერე მეტოქესთან ერთი ერთზე, მაგრამ ერთი და იგივე ნაკლი: მათ უნდა ისწავლონ გუნდთან ერთად თამაში, ასევე ორივე ცუდია თავით თამაშში, შემტევმა კი ეს უნდა იცოდეს, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო." - ისაუბრა La Gazzetta dello Sport-თან დამიანიმ, რომელიც კვარასა და ლეაუს მსგავსად ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ კვირას სერია ა-ში ქართველისა და პორტუგალიელის დაპირისპირებას ვიხილავთ, მილანი სან სიროზე ნაპოლის უმასპინძლებს.
კომენტარები
12 საათის წინ
18 საათის წინ
16 საათის წინ
2 დღის წინ