Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 32-ე ტურში ნაპოლიმ ფროზინონეს უმასპინძლა. შეხვედრა 2-2 დასრულდა.
ანგარიში მე-16 წუთზე მატეო პოლიტანომ შორეული დარტყმით გახსნა. 30-ე წუთზე მატიას სოულემ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა 50-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს. გოლის ავტორი ვალიდ ჩედირა გახდა.
63-ე წუთზე საჯარიმოდან გადმოვარდნილი ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოსკენ გაგზავნა, ვიქტორ ოსიმენმა კი პასი გოლად აქცია.
ნაპოლიმ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და 73-ე წუთზე ჩედირამ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი 49 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ ბოლონიას 10 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ფროზინონეს შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი კვერნაძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო.
კომენტარები
17 საათის წინ
2 დღის წინ
22 საათის წინ
23 საათის წინ