Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 24-ე ტურში სან სიროზე ერთმანეთს იტალიის ბოლო 2 ჩემპიონი დაუპირისპირდება.
იტალიური პრესის ინფორმაციით, მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადება ვალტერ მაძარი. სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიას ახალი როლისთვის ამზადებს და მილანთან გუნდს შესაბამისი ფორმაციითაც გამოიყვანს.
საქმე იმაშია, რომ მწვრთნელი ქართველის ცენტრში შემტევ ნახევარმცველად დაყენებას აპირებს. მიზანი მეტოქე მცველების ორმაგი მეურვეობის შეზღუდვა, კვარას შეტევითი პოტენციალის გაზრდა და მისი დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებაა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხვიჩას ვერონასთან თამაშია, სადაც მან ნაპოლის ულამაზესი გოლით მოაგებინა, რომელიც სწორედ ცენტრალური პოზიციიდან გაიტანა.
მაძარი კი 3-მცველიანი ფორმაციის დაყენებისთვის ემზადება, როგორც ეს იტალიის სუპერ თასზე და რომში ლაციოს წინააღმდეგ გააკეთა. 3-5-1-1 ან 3-5-2, საბოლოო არჩევანი მატეო პოლიტანოს კონდიციაზე იქნება დამოკიდებული. გუნდს კვლავ დააკლდება ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც აფრიკის თასის ფინალი აქვს სათამაშო.
რაც შეეხება ნაპოლისა და მილანის ურთიერთდაპირისპირებას, ბოლო 2 სეზონში გუნდები ერთმანეთს მეექვსედ შეხვდებიან. პირველ წრეში დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა, წინა სეზონში კი სერია ა-ს ეგიდით სან სიროზე პარტენოპეიმ იმარჯვა, ნეაპოლში კი მილანმა. ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიანი დუელი როსონერის 1/2 ფინალში გასვლით დასრულდა.
მილანთან სტატისტიკა აქვს გამოსასწორებელი ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის ანგარიშზეც 5 მატჩში მხოლოდ 1 მოპოვებული პენალტია.
თავად როსონერის კი სერია ა-ში 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 2 ფრე) და სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მდევარ ატალანტას კი 10 ქულით უსწრებს და ოთხეულში ადგილს მშვიდად ინარჩუნებს. მეორეადგილოსან იუვენტუსთან მილანის ჩამორჩენა 4 ქულაა.
გუნდის გამორჩეული მოთამაშე ამ სეზონში ოლივიე ჟირუა, რომელიც ბომბარდირთა დავაში ლაუტარო მარტინესისა და დუშან ვლაჰოვიჩის შემდეგ მოდის. ფრანგის ანგარიშზე 11 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაა, ასევე გამოსარჩევია ამერიკელი კრისტიან პულიშიჩის სტატისტიკა - 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
რაც შეეხება ნაპოლის სატურნირო მდგომარეობას, გუნდი 35 ქულით მე-7 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ატალანტას 4 ქულით ჩამორჩება. კვარაცხელიას მონაგარი კი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
მილანი - ნაპოლი (11 თებერვალი, 23:45)
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
მილანი (4-2-3-1) - მენიო; კალაბრია, კიაერი, გაბია, ერნანდესი; ბენასერი, ადლი; პულიშიჩი, ლოფტუს-ჩიკი, ლეაო; ჟირუ.
ნაპოლი (3-4-3) - გოლინი; ოსტიგორი, რაჰმანი, ჟესუსი; დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, მაძოკი; პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია.
ნაპოლი (3-5-1-1) - გოლინი; ოსტიგორი, რაჰმანი, ჟესუსი; დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, მაძოკი; კვარაცხელია; სიმეონე.
კომენტარები
14 საათის წინ
1 დღის წინ
18 საათის წინ
20 საათის წინ