საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად მარსელი დაამარცხა.
სტადიონ ველოდრომზე გამართული დაპირისპირება პარიზულმა გრანდმა 2:1 მოიგო.
სამივე გოლი გუნდებმა მეორე ნახევარში გაიტანეს - 66-ე წუთზე ანგარიში ცვლილებაზე კვარას ნაცვლად შემოსულმა ფერან ტორესმა გახსნა. 72-ზე ანხელ გომესმა გამათანაბრებელი გოლი შეაგდო, თუმცა აქედან ორ წუთში მარკინიოსმა შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და პსჟ-ს ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 59 წუთი გაატარა მოედანზე, რის შემდეგაც ადგილი ფერან ტორესს დაუთმო. გამოცემა SofaScore-მა კვარას ამ მატჩისთვის 6.7 შეფასება დაუწერა.
ეს იყო პსჟ-ს ბოლო მატჩი სექტემბერი-ოქტომბრის სანაკრებო პაუზამდე, ანუ კვარას მომდევნო თამაშს უკვე ნაკრების რიგებში ვიხილავთ.
ამ გამარჯვებით პსჟ-მ 8 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მარსელი კი 3 ქულით მე-17 ადგილზეა.