მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეიმსთან დებიუტის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ განვლილი მატჩი შეაფასა.
პარკ დე პრენსზე გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ერთადერთი გოლი პსჟ-ს რიგებში უსმან დემბელემ ხვიჩას საგოლე პასით გაიტანა.
"ძალიან კარგი შეგრძნებები დამრჩა, მაგრამ მოგება მინდოდა. ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე, ჩვენ თავდაუზოგავი შრომა უნდა გავაგძელოთ.
ვფიქრობ, კარგი მომენტები მალე დაგვიდგება, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშავოთ. სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იყო, რისთვისაც ქომაგებს უღრმესი მადლობა. ვგრძნობდი, რომ ისინი ძალიან გვეხმარებოდნენ.
უკვე ვხედავ, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და მათ გვერდით თამაში მიხარია. მოედანზე მათთან ერთად ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა მხოლოდ ბევრი უნდა ვიმუშავოთ და სულ ეს არის." - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები