Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიურმა პრესამ იუვენტუსთან გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას აღნიშვნაზე გაამახვილა ყურადღება.
გახარებული ქართველი გულშემატკივრებისგან გაეშურა და თან საჩვენებელი თითებით მარადონას მოედნისკენ მიუთითებდა, რაც შეიძლება ერთ რამეს ნიშნავდეს: "მე აქ ვრჩები." - ეს აღნიშვნა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა და შესაძლოა მინიშნება იყოს მის მომავალზე.
კვარას მომავლის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმაა, თუმცა ამჯერად ერთი რამაა გამოკვეთილი: კონტრაქტის გახანგრძლივება და დარჩენა, მინიმუმ ერთი წლით. მომავალ ზაფხულში ოსიმენის გაცილება იგეგმება და რთული წარმოსადგენია, რომ აურელიო დე ლაურენტისი კვარასაც შეელიოს. თანაც მან ფორმა აღიდგინა, გოლები გააქვს და გულშემატკივრებს ეუბნება, რომ ნაპოლიში ბედნიერია. ეს ნეაპოლელთათვის ორმაგი სიხარულია.
კალცონას გუნდმა იუვენტუსი 2-1 დაამარცხა, 42-ე წუთზე კი ანგარიში სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
კომენტარები
14 საათის წინ
18 საათის წინ
20 საათის წინ
2 დღის წინ