Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პოლონურ Kolejorz-თან საუბარში, ნიკა კვეკვესკირმა საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტის ემოციებზე ისაუბრა.
„როცა ბავშვი ხარ, ოცნებობ და წარმოიდგენ, რომ საკუთარი ქვეყნისთვის გადამწყვეტი გოლი გაგაქვს. მეც ზუსტად ასეთი განცდა დამეუფლა.
ძალიან ვღელავდი, ვიცოდი რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე ჩემთვისაც. ვცადე, სუნთქვა მეკონტროლებინა, გულისცემა დამელაგებინა და დარტყმა ჩემს სტილში შემესრულებინა.
ერთა ლიგაზე პრაქტიკულად ყველა მატჩში მივიღე მონაწილეობა. მე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ, ნაკრების ვიცე-კაპიტანი, თუმცა პლეი-ოფის მატჩებში სამწუხაროდ სასტარტოში ვერ მოვხვდი.
მომიწია ამასთან შეგუება და გუნდს ისე დავეხმარე, როგორც შემეძლო, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც." - აღნიშნა კვეკვემ.
კომენტარები
9 საათის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
7 საათის წინ