5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვინისიუს ჯუნიორი ინტერნეტ მეკობრეობაში დაადანაშაულეს.
რეალის ვინგერმა ლივერპულთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და ინსტაგრამ სთორიში გამოაქვეყნა მცირე ვიდეო, რომელზეც ჩანდა, რომ ის თამაშს ტელევიზორით უყურებს. ვიდეოში ჩანს, რომ ის უყურებდა ბრაზილიური არხის ტრანსლაციას და არა ესპანურის.
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, რეალს წერილი გაუგზავნა, სადაც ვინისიუსს ინტერნეტ მეკობრეობაში დასდო ბრალი. Relevo იტყობინება, რომ კლუბის მხრიდან პასუხი ნაკლებად სავარაუდოა.
„თუ ის მადრიდში იყო - და მე ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად მადრიდში იმყოფებოდა - მაშინ ეს მეკობრეობაა. ესპანეთში ჩემპიონთა ლიგის ტრანსლაციის უფლება მხოლოდ ტელეარხ Movistar-ს აქვს.
იმისთვის, რომ ტრანსლაცია სხვა არხით ენახა, მას ან VPN უნდა ჰქონოდა ჩართული, ან სხვა ადგილზე დაპროგრამებული სატელიტი. შესაბამისად, გამოდის, რომ ის Movistar-ის გვერდის ავლით უყურებდა თამაშს.
მან ამ თამაშზე ინტერნეტ მეკობრეობას მიმართა. ვითხოვთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს." - წერია ტებასის წერილში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები