სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალი ახალგაზრდა რაულ ასენსიოს თამაშით კმაყოფილია.
21 წლის ცენტრალურმა მცველმა ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შანსი ედერ მილიტაოს ტრავმის შემდეგ მიიღო, რომელმაც ოქტომბერში ზედიზედ მეორე სეზონში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
მას შემდეგ, ასენსიომ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად ენფილდზე რეალის წაგებისა, სადაც მისი დებიუტი შედგა, კლუბი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდელები თავიანთი აღზრდილისთვის უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ და ამ ეტაპზე, რაულ ასენსიო პირველი გუნდის მყარ წევრად მოიაზრება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები