ლაშა შავდათუშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია!
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან პრის მოგება მოახერხა.
მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში ლაშამ ავსტრიელი სამუელ გასნერი ვაზარით დაამარცხა.
1/2 ფინალურ დაძაბულ დაპირისპირებაში ქართველმა ლეგენდამ ფრანგ იოან-ბენჟამინ გაბას დამატებული დროის მეშვიდე წუთზე იპონით სძლია და თბილისის გრან სლემის მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
სამგზის ოლიმპიურმა მედალოსანმა ფინალურ დაპირისპირებაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე სპორტსმენი, არმენ აგაიანი გოლდენ სქორში დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში მეხუთედ მოიგო.
-73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები იტალიელმა ლეონარდო ვალერიანიმ და ავსტრალიელმა სამუელ გასნერმა მოიგეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი