Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, ქართველი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს.
ამის შესახებ 1TV-სთან საუბარში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ განაცხადა.
მთავარ მიზეზად მოახლოვებული ოლიმპიური თამაშები სახელდება - ტალახაძე ამჟამად ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადის და ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ცნობისთვის, ლაშა ტალახაძე ზედიზედ 7-გზის ევროპის მოქმედი ჩემპიონია - მან პირველი ტიტული 2016 წელს მოიგო და მას შემდეგ ყოველწელს მის წარმატებით დაცვას ახერხებდა. 2020 წელს ევროპის პირველობა კოვიდ19-ის გამო არ ჩატარებულა.
ლაშა ტალახაძის ნაცვლად, +109 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ბაქარ თურმანიძე წარადგენს.
კომენტარები
8 საათის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
6 საათის წინ