სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში ლე კლასიკი გაიმართა.
მარსელმა პსჟ-ს უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა.
მე-40 წუთზე პარიზელები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა ლუკას ბერალდო გააძევა.
ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ვიტინიამ გაიტანა, საგოლე გადაცემა უსმან დემბელემ ჩაიწერა აქტივში.
საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე გონსალო რამოშმა დააფიქსირა და პსჟ-ს გამარჯვება გაუნაღდა, ასისტი მარკო ასენსიომ მიითვალა.
საინტერესოა, რომ ლუის ენრიკემ კვლავ ნაადრევად შეცვალა კილიან მბაპე, ფრანგი სუპერვარსკვლავი თამაშიდან 64-ე წუთზე გაიყვანეს. ასეთი ფაქტი წინა ტურებში რამდენჯერმე დაფიქსირდა.
პარიზელები ლიგა 1-ს 62 ქულით ლიდერობენ და მეორეადგილოსან ბრესტს 12 ქულით უსწრებენ.
კომენტარები