რაფაელ ლეაუმ სოციალურ ქსელში სექსისტური კომენტარი გამოაქვეყნა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მილანის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავის პირად, მეორე ინსტაგრამზე დაწერა: „გოგოებო, მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ახლა შეგიძლიათ ისე მოქცევა, თითქოს ფეხბურთი გესმით“.

მოგვიანებით, საზოგადოების მწვავე რეაქციის ფონზე, მან ინსტაგრამ სთორი წაშალა და დაამატა: „ნუ იღებთ ინსტაგრამს ზედმეტად სერიოზულად“.

მიუხედავად ამისა, მისმა განცხადებამ ფანებისა და მედიის მხრიდან ძლიერი უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ართულებს ფეხბურთელის ისედაც დაძაბულ მდგომარეობას კლუბში, სადაც მისი შესაძლო წასვლის საკითხი აქტიურად განიხილება.