Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
არსენალის ექს-გოლკიპერი, იენს ლემანი, არ არის დარწმუნებული, რომ მიკელ არტეტა ლონდონური კლუბისთვის შესაფერისი მწვრთნელია.
„არტეტამ ძალიან კარგად იმუშავა, როცა არსენალის წამოყენება იყო საჭირო. მაგრამ, უხდება თუ არა ის გუნდს ახლა... არ ვარ დარწმუნებული. უნდა დაამტკიცო, რამდენად შემდგარი ხარ.
პრემიერ ლიგის ორჯერ მოგება შეგვეძლო. გასულ წელს არსენალი ლიდერობდა და ტიტული ერთ თვეში დათმო. კულმინაციად იქცა მომენტი, როცა საკამ ვესტ ჰემთან 2:0-ზე პენალტი გააცუდა და ბოლოს მატჩი ფრედ დასრულდა, გუნდმა ორი ქულა დაკარგა.
ხალხი, რომელიც სამსახურში მწვრთნელებს იყვანს, ხშირად ვერ ხვდება, რომ მათი პიროვნულობაც მნიშვნელოვანია. შეხედეთ მწვრთნელის პიროვნულობას. არის ის გამარჯვებული, თუ უბრალოდ კარგი ადამიანია, რომელსაც აყავხარ გარკვეულ დონეზე, შემდეგ კი ყველაფერი ჩერდება?“, - აღნიშნა გერმანელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
16 დღის წინ
16 დღის წინ
4 დღის წინ
17 დღის წინ