სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონელ მესის და ლუის სუარესს ერთმანეთის წინააღმდეგ კოპა ამერიკას ფინალში სურდათ დაპირისპირება.
არგენტინა ფინალში გავიდა, სადაც კოლუმბიას ხვალ გამთენიისას დაუპირისპირდება, ურუგვაი კი ნახევარფინალში დამარცხდა და დღეს დილას ტურნირზე მე-3 ადგილი მოიპოვა.
„სუარესი ჩემი მეგობარია, რომელსაც ყოველთვის ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ეს მისი ბოლო კოპა ამერიკა იყო ეროვნული ნაკრების მაისურით, მაგრამ მეორეს მხრივ, წელს ის არც ისე ბევრს თამაშობდა, როგორც წინა წლებში, როცა ყოველთვის ურუგვაის სასტარტოში იყო.
ერთმანეთს ინტერ მაიამიში დამშვიდობებისას იმედი გამოვუთქვით, რომ ფინალში შევხვდებოდით. ეს ახლოს იყო, ვფიქრობ, ურუგვაის ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც თანაბრად იბრძოდა და კოლუმბიასთანაც ჰქონდა თავისი შანსი.
ნებისმიერ შემთხვევაში, სულ ვამბობდი, რომ ყველაფერს იღბალი წყვეეტს და ახლა კოლუმბიის დრო იყო, რომ ფინალში გასულიყო." - აღნიშნა არგენტინის ნაკრების ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები