-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულმა შესაძლოა რეალ სოსიედადის იაპონელი შემტევი, ტაკე კუბო შეიძინოს.
იაპონური გამოცემა Sports Nippon-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა კუბოს გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს, რომელიც დაახლოებით 65 მილიონ ევროს შეადგენს.
ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, კუბოს ხელფასი ლივერპულში 15 მილიონი ევრო იქნება.
დამატებითი გავლენა ტრანსფერის განხორციელებაზე შესაძლოა იმან იქონიოს, რომ ლივერპულში ამჟამად კუბოს თანამემამულე, ვატარუ ენდო ასპარეზობს.
თუ ეს გარიგება შედგა, 60-65 მილიონიდან დაახლოებით ნახევარი მადრიდის რეალს ერგება, რომელმაც თავის დროზე კუბო სოსიედადში შემდგომი გაყიდვიდან 50%-ს მიღების პირობით გაყიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები