პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში ლივერპული სტუმრად ნიუკასლს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მერსისაიდელებმა ქულის გადარჩენა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს, დომინიკ სობოსლაის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით შეძლეს (პირველი გოლი კოდი გაპკომ გაიტანა), თუმცა თამაშის შემდეგ მთავარი განხილვის საგანი გუნდის მარჯვენა მცველის, ჯერემი ფრიმპონგის სუსტი თამაში გახდა.
ანალიტიკური გამოცემებისა და გულშემატკივრების შეფასებით, 25 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მოედანზე ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა. ფრიმპონგის სტატისტიკა მატჩში:
17-ჯერ დაკარგა ბურთი.
ჰქონდა მხოლოდ 2 დაცვითი მოქმედება.
მოიგო ორთაბრძოლების მხოლოდ 2/7.
5 ჩაწოდებიდან ზუსტი იყო მხოლოდ 1.
დააგროვა 4 წარუმატებელი შეხება.
ექსპერტების შეფასებით, თუ ფრიმპონგი ფორმის აღდგენას ვერ შეძლებს, ეს ლივერპულისთვის დიდ პრობლემად იქცევა, რადგან ტრავმირებული კონორ ბრედლის გამო (რომელიც იანვრიდან უქმადაა) ანდონი ირაოლას მარჯვენა ფლანგზე რეალური ალტერნატივა არ ჰყავს.
კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ამ პოზიციაზე ახალი მოთამაშის დამატებას არ გეგმავს, რაც ამ ეტაპზე სარისკო ნაბიჯი ჩანს.