მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულს ორი ალტერნატიული ვარიანტი აქვს, თუ ჩაბი ალონსოს დანიშვნა არ გამოვიდა.
ლევერკუზენის ბასკი მწვრთნელი - იურგენ კლოპის შეცვლის მთავარი კანდიდატია. გერმანელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
თუმცა, ალონსო ასევე შესაძლოა ან ბაიერნში წავიდეს, ან სულაც ლევერკუზენში დარჩეს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ჩაბის ვარიანტი ლივერპულს არ გამოუვიდა - კლუბი ყურადღებას რუბენ ამორიმზე (ლისაბონის სპორტინგი) და იულიან ნაგელსმანზე (გერმანიის ნაკრები) გადაიტანს.
39 წლის ამორიმს ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, ამიტომ ლივერპულს მასში კომპენსაციის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება 36 წლის ნაგელსმანს, მას გერმანულ საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი ევრო 2024-ს დასრულებისთანავე ეწურება.
კომენტარები
10 საათის წინ
6 დღის წინ
21 დღის წინ