სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-6 ტურში ვულვზმა საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო.
პირველი ტაიმი ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში კომპენსირებულ დროში იბრაჰიმა კონატემ გახნა. საგოლე გადაცემა დიოგუ ჟოტამ მიითვალა.
56-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი რაიან აიტ-ნურიმ გაიტანა, თუმცა აქედან 5 წუთში მერსისაიდელები კვლავ წინ გავიდნენ. თერთმეტმეტრიანი მოჰამედ სალაჰმა გამოიყენა და ანგარიში 1-2 გახადა.
ამის შემდეგ მატჩში სიტუაცია აღარ შეცვლილა და ლივერპულმა 3 ქულა მოიპოვა.
6 მატჩის შემდეგ არნე სლოტის გუნდს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას, ვულვზი კი 1 ქულით ცხრილის ფსკერზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები