-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში ნიუკასლმა სენტ ჯეიმს პარკზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რაზეც ისიც მიუთითებს, რომ მსაჯს მოთამაშეებისთვის 8 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. 35-ე წუთზე იოშკო გვარდიოლმა საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და ანგარიში გახსნა.
57-ე წუთზე მანჩესტერ სიტის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ენტონი გორდონმა შეასრულა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის დარჩენილ ნაწილში სიტუაცია აღარ შეცვლილა და გვარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-2 მატჩი დაასრულა ფრედ.
6 მატჩის შემდეგ სიტიმ 4 მოგებული და 2 ფრედ დასრულებული თამაშით 14 ქულა დააგროვა, ნიუკასლს კი 11 ქულა აქვს (3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).
თ
თაზო ჩარკვიანი