-
Aa
+
ფონტის ზომა
გარი ნევილმა მანჩესტერისა და ლივერპულის მოახლოვებული დაპირისპირების წინ, თავის ყოფილ გუნდზე მღელვარება გამოთქვა.
„გვჭირდება თუ არა ჩვენ ენფილდზე ჩასვლა? გახსოვთ, წარსულში კვირის ლიგის (ინგლისური სამოყვარულო ფეხბურთის დაწყებითი დონე - ავტ) მატჩებზე გუნდები არ ჩამოდიოდნენ და ხან ცუდ გზას იმიზეზებდნენ და ხან ფეხბურთელების ავად ყოფნას? კარგი, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ემზადება გუნდი ამ მატჩისთვის.
რუბენ ამორიმი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ეს-ესაა ჩაიბარა და დრო სჭირდება, რათა ადაპტაცია გაიაროს. მაგრამ, როდესაც შედეგები ცუდია - ზეწოლა იზრდება და ასეთ დროს, ენფილდი უმოწყალო ადგილია.
ლივერპულის ამჟამინდელი მდგომარეობა დაუჯერებელია. ამ მატჩზე ცოტათი ვღელავ." - აღნიშნა ნევილმა.
მატჩი ლივერპული - მანჩესტერი პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ეგიდით 5 იანვარს გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები