სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ლონდონური დერბი გაიმართება.
ვესტ ჰემი - ტოტენჰემი (23:15) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ვესტ ჰემს მეკარე ალფონს არეოლა დააკლდება, რომელმაც დაზიანება ნიუკასლთან შეხვედრაში მიიღო.
ედსონ ალვარესი დისკვალიფიკაციას იხდის, მაგრამ გუნდს შეიძლება მცველი ნაიეფ აგუერდი დაუბრუნდეს.
ტოტენჰემს ახალი ტრავმირებული მოთამაშე ლუტონთან მატჩის შემდეგ არ ჰყავს, გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან ფრეიზერ ფორსტერი, რაიან სესენიონი და მანორ სოლომონი.
ვესტ ჰემი
ვესტ ჰემმა პრემიერ ლიგის ბოლო ათივე შეხვედრაში გაუშვა გოლი (ჯამში 24).
გუნდს ამ სეზონში უკვე 54 გოლი აქვს გაშვებული, რაც ერთით ნაკლებია წინა მთლიანი სეზონის შედეგზე.
ჩაქუჩები საშუალოდ მატჩში 1.8 გოლს უშვებენ, ამაზე ცუდი შედეგი გუნდს მხოლოდ 2010-11 წლებში ჰქონდა, როცა საშუალო შედეგი 1.84 იყო.
ვესტ ჰემმა მიმდინარე გათამაშებაში 8 ლონდონურ დერბიში 19 გოლი გაუშვა, ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ ფულემს ჰქონდა 2018-19 წლებში.
დევიდ მოიესის გუნდმა ყველა ტურნირზე სახლში ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.
ჯეიმს უორდ-პრაუსმა ტოტენჰემის წინააღმდეგ ბოლო 6 შეხვედრაში ან გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა გააკეთა (4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა).
ჯაროდ ბოუენს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთით ნაკლები ჩაქუჩების რეკორდთან, რომელიც პაოლო დი კანიოს ეკუთვნის (1999-00).
ტოტენჰემი
ტოტენჰემმა ამ სეზონში 22 ქულა მოიპოვა წამგებიანი პოზიციიდან, რაც კლუბის რეკორდზე 3 ქულით ნაკლებია, მიმდინარე გათამაშებაში კი ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლივერპულს აქვს.
გუნდმა ჩემპიონატჩი ბოლო 5 ლონდონური დერბიდან 3 წააგო, იმდენი რამდენიც წინა 19 შემთხვევაში (10 მოგება, 6 ფრე).
ტოტენჰემმა პრემიერ ლიგაში ბოლო 12 გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.
სონ ჰინ-მინმა ბოლო 4-დან 3 სეზონში მინიმუმ 15 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.
ამ სეზონში სონის 15-დან 5 გოლი 3 ქულის მომტანი იყო.
სპურსმა მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი (4) ავტო-გოლით ისარგებლა.
ბრენან ჯონსონმა შეცვლაზე შემოსვლის დროს 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა), რაც საუკეთესო შედეგია 2023-24 წლების სეზონში.
ურთიერთშეხვედრები
ტოტენჰემს 3 გასვლითი მატჩია პრემიერ ლიგაში ვესტ ჰემისთვის არ მოუგია, ამაზე ცუდი შედეგი გუნდს 1995-დან 2001 წლამდე ჰქონდა, როცა ტოტენჰემმა ზედიზედ 5 მატჩი ვერ მოიგო აფთონ პარკზე.
ვესტ ჰემს მესამედ შეუძლია ორი მატჩი მოუგოს ერთ სეზონში ტოტენჰემს (1998-00, 2013-14).
სავარაუდო შემადგენლობები
ვესტ ჰემი - ფაბიანსკი; ცოუფალი, მავროპანოსი, ზუმა, ემერსონი; უორდ-პრაუსი, სოუჩეკი; ბოუენი, პაკეტა, კუდუსი; ანტონიო.
ტოტენჰემი - ვიკარიო; პორო, ვან დე ვენი, უდოჯი; სარი, ბისუმა; ჯონსონი, მედისონი, სონი; რიშარლისონი.
მატჩის მთავარი არბიტრი ჯონ ბრუკსი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში იმსაჯა და მოთამაშეებს 77 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 4 პენალტი დანიშნა.
ტოტენჰემი სატურნირო ცხრილში 56 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, ვესტ ჰემი კი 44 ქულით მეშვიდეა.
კომენტარები