სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის და პორტუგალიის ნაკრების ექს-შემტევმა, ლუიშ ნანიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„მოვიდა დრო დაგემშვიდობოთ. გადავწყვიტე, პროფესიონალური კარიერა დავასრულო. დიდებული გზა გამოვიარე და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც 20 წელზე მეტხანს გაგრძელებულ კარიერაში მხარდაწერა გამომიცხადა, კარგი და ცუდი მომენტების დროს, თქვენ დაუვიწყარი მოგონებები მაჩუქეთ.
ახალი ფურცლის გადაშლის და ახალ მიზნებზე კონცენტრაციის დრო მოვიდა. მალე გნახავთ, მადლობა." - წერს სოციალურ ქსელში ნანი.
ნანის უკანასკნელი კლუბი ესტრელა ამადორა გახდა, რომელსაც ის 2024-ს ზაფხულში თურქული ადანა დემირსპორიდან წასვლის შემდეგ შეუერთდა.
ყველაზე დიდ კარიერულ წარმატებას ნანი 2016 წლის ევროზე მიაღწია, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად თასის აღმართვა შეძლო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები