ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ლუკას სახარება - გორგილაძის ბლოგი
ფეხბურთიფეხბურთი

ლუკას სახარება - გორგილაძის ბლოგი

30 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

უცნაურად განლაგდნენ ვარსკვლავები, სათქმელში აგვხლართეს - ვერც იმას დაიჩივლებ კაცი, მოდრიჩმა კარიერა დაასრულაო და ვერც იმას იტყვი, არ დაუსრულებიაო.


ფაქტი ისაა, რომ დიდის ალბათობით მწვანე მინდორზე ისევ გააგორებს ბურთს, მაგრამ იმასაც არ გაუვა წყალი, რომ მწვანე მინდორთაგან უგამორჩეულესზე, სანტიაგო ბერნაბეუზე - აღარ. კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე გაჰყვება კლუბებს შორის სამეფოს და რეალის 10 ნომრიან შესამოსელს გაიხდის.


როგორც ძველები იტყოდნენ, კარიერის დასრულებაა, მა რა არი.


სევდაა. დიდი სევდა.


ხმები დაირხა, რომლუკა მოდრიჩს გზა უდევს ოკეანის გადაღმა და იქ, ლეო მესის მსგავსად, ჩაიცვამს ინტერ მაიამის ფორმას. ითამაშებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო დროს სოკერს მეტი და მეტი ადამიანი ჰყვარობს და უცქერს, მაგრამ ევროპის ბებერი კონტინენტის სტადიონებისგან განსხვავებით სრულიად, სხვა ტემპორიტმი, ვნება და სიყვარულია.


მაისის ოცდაოთხში, როცა რეალ მადრიდისა და რეალ სოსიედადის მატჩის 87-ე წუთი მიდიოდა, როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს და ფეხბურთის ადათ-წესია, შესდგა წამზომი და წამსვლელი ფეხბურთელი შეცვალეს, მაგრამ ეს შეცვლა ვერაფრით იქნებოდა სხვა, ჩვეულებრივი შეცვლების ტოლ-სწორი. თავისი შინაარსით ეს მომენტი დიდი ეპოქის დასრულების წუთი იყო, რომელსაც რეალი ისევე შეინახავს, როგორც ქარვა ინახავს პრეისტორიულ მწერს; როგორც სახარება ინახავს ბიბლიურ ამბავს. თავგადასავალს, რომელიც 2012 წელს პირტიტველა ლუკა მოდრიჩმა დაიწყო და2025-ში სახეზე მკვეთრნაოჭებიანმა კაცმა დაამთავრა.


სანტიაგო ბერნაბეუს ბევრი ცრემლი ახსოვს. სიხარულისაც, მწუხარებისაც. ტაშისა და შეძახილების ხმა ხომ ლამის შუაღამისას, ჩამქვრალი და დაცარიელებული ტრიბუნებიდანაც კი გაისმის ექოდ. მოდრიჩის გაცილების ცრემლსა და ხანგრძლივ, გაბმულ ტაშს თან ახლდა დიდი მადლიერებისა და სევდის განცდა, რომელიც 81 ათასზე მეტი ადამიანისგან იღვრებოდა; რომლითაც გაჯერებული იყო თითქოსდა ჰაერი.


თავად მოდრიჩმა, რომელმაც იმდენი ტიტული მოიგო რეალთან ერთად, რომ ლეონიდ ბრეჟნევის ორდენებიან მკერდს შეშურდებოდა მისი, გაიხსენა ციტატა, რომელიც დიდ კოლუმბიელ მწერალს, გაბრიელ გარსია მარკესს მიეწერება (ავთენტურობა ვერაფრით დავადგინე). ნუ იტირებ იმის გამო, რომ ეს დამთავრდაო, გაიღიმე იმის გამო, რომ ეს იყოო.


არ მჯერა მე ეგეთების.


ციტატები, ბრძნულიანი გამონათქვამები და შეგონებები, როგორც წესი ფურცელზე გამოიყურება ხოლმე მომხიბვლელად, ცხოვრებაში ვერ მუშაობს მაინცდამაინც. გადმოიტან, ცდი და... არ გამოდის. მე ეჭვიანი ადამიანი ვარ, მაგრამ რომც არ ვიყო მაინც ვიეჭვებდი, რომ თავდაღმართში მყოფი მოდრიჩის მსგავსი ოსტატი ღიმილით ვერ გაიხსენებს მწვერვალებზე ყოფნის დროს. შეიძლება თავი შეიგულიანოს, სახალხოდ გაიღიმოს, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი მთამსვლელს, ალბათ, მაინც სევდით მოაგონდება დაპყრობილ სიმაღლეები - საჩემპიონო ადგილები, რომლებიც მოილოცა.


ერთი ისაა, რომ ძალიანად არ უნდა დავითუთქოთ გულები.


ჯერ კიდევ შეგვიძლია თავის დამშვიდება ჩვენც და მოდრიჩსაც. კუდის მოქნევის დრო დარჩენილია. როგორც მაღლა ვთქვი, ორმოცს მიტანებული ოსტატისთვის რეალიდან წასვლა კარიერის დასრულებაცაა დათან არც არის. ჩვენც წინ გვაქვს, მასაც წინ აქვს და ინტერ მაიამის გულშემატკივარს ხომ აქვს და აქვს მომენტები, როცა ეს ჩუმი გენიოსი ხელოვნებამდე აყვანილ სტაბილურობასა და სანდოობას შექმნის მოედანზე.


მართლაც ეგრეა, რომ ბევრს ვერ გავიხსენებთ მოდრიჩის მსგავს, ვიქტორინოქსის დანასავით უნივერსალურ, უმაღლესი საფეხბურთო ინტელექტის მქონე მოთამაშეს. კაცს, რომელსაც მასაის ტომის წარმომადგენლისთვის შესაშური თვალი და ხედვა აქვს; ბურთის შენარჩუნება ისე და იმდენხანს შეუძლია, როგორც ფიდელ კასტროს - ძალაუფლების; სიმო ჰაიჰას დარი, სნაიპერული სიზუსტის მოკლე და გრძელ პასებს აკეთებს; მცირე გაბარიტების მიუხედავად, როცა საქმეს სჭირდება ჯაგერნაუტივით შეუძლია მოწინააღმდეგის გადალახვა და  მოედანზე ყოფნისას ფიქრობს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ თანაგუნდელებისთვის ჰქმნის სიკეთეებს.


ევროპული თავგადასავალი დამთავრდა, ამერიკული იწყება.

მადრიდის რეალის 10 ნომერი წავიდა!

გაუმარჯოს 10 ნომერს.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე

გორგილაძის ბლოგი
ლუკა მოდრიჩი
რეალი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ოფიციალურად: ალექსანდერ-არნოლდი რეალის მოთამაშეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ალექსანდერ-არნოლდი რეალის მოთამაშეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა ვალიეხოს წასვლა დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა ვალიეხოს წასვლა დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრენტი რეალის ისტორიაში მე-7 ინგლისელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრენტი რეალის ისტორიაში მე-7 ინგლისელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ გადაუხადა რეალმა ლივერპულს ტრენტის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ გადაუხადა რეალმა ლივერპულს ტრენტის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 მაი, 2025

ოფიციალურად: ალექსანდერ-არნოლდი რეალის მოთამაშეა

News image

30 მაი, 2025

რეალმა ვალიეხოს წასვლა დაადასტურა

News image

30 მაი, 2025

ტრენტი რეალის ისტორიაში მე-7 ინგლისელია

News image

30 მაი, 2025

რატომ გადაუხადა რეალმა ლივერპულს ტრენტის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო?