Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლტცმა, საქართველოს ნაკრებთან მარცხი (0:2) შეაფასა.
„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით, მათი ეს გამარჯვება დამსახურებული იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საერთოდ არ მესმის, რის საფუძველზე იმოქმედა მსაჯმა ასეთ გადამწყვეტ ეპიზოდში.
მიქაუტაძე თავიდან თავად ექაჩებოდა მაისურზე ჩვენს ფეხბურთელს, შემდეგ გოლი გავიტანეთ და მსაჯმა დაუჯერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამ მსაჯმა ჩვენ თამაშზე მეორედ იმსაჯა და ორივეჯერ ჩვენი გუნდისთვის კატასტროფულად დამთავრდა.
პირველ ტაიმში ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ვიყავი, მეორეში უკეთ გამოვიყურებოდით, მათ შორის გაძევების შემდეგაც. ვფიქრობ, ჩვენი გოლი რომ ჩათვლილიყო, სრულიად სხვანაირ თამაშს ვიხილავდით. ამიტომ ძალიან ვწუხვარ, რომ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ყველაფრის ბედი გადაწყვიტა.
ჩვენი გუნდისთვის მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო. მომენტი საჯარიმოს გარეთ დაიწყო, ვიდეოასისტენტმა კი გადაწყვიტა, რომ ეპიზოდი მიქაუტაძეზე დაჯარიმების მომენტზე გადაეხვია და არა ორი წამით ადრე, როცა ის თავად არღვევდა თამაშის წესს." - აღნიშნა ლუქსემბურგელთა მწვრთნელმა.
კომენტარები
8 საათის წინ
7 საათის წინ
1 საათის წინ
6 საათის წინ