მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონორ მაკგრეგორმა ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა.
ვრცელ განცხადებაში მაკგრეგორმა ევროკავშირის საემიგრაციო პაქტი გააკრიტიკა, რომლის რატიფიცირებაც ირლანდიამ 2026-მდე უნდა მოახდინოს.
„ჩემს გარდა ვინ წავა ხელისუფლების წინააღმდეგ? სხვა ვერცერთი კანდიდატი მათ ვერ დაუპირისპირდება, მე კი ეს გამომივა! როგორც პრეზიდენტი, ამ კანონპროექტს რეფერენდუმზე გავიტანდი.
ამ პაქტის წინააღმდეგ გამოვდივარ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ ვერც მე შემიცვლის ხედვას და ვერც ხელისუფლებას. ირლანდიის ხალხმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, ნამდვილი დემოკრატია ეს არის.
მიეცით ხმა მაკგრეგორს - თქვენი ხმა გაგონილი იქნება." - წერს UFC-ს ორი წონის ექს-ჩემპიონი სოციალურ ქსელში.
ირლანდიაში არჩევნები 2025 წლის 11 ნოემბერს გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები