Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური Relevo-ს ინფორმაციით გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ბედნიერია და გუნდს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს.
წყაროს ცნობით, ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში იმაზე ბედნიერია, ვიდრე ოდესმე, თავს მნიშვნელოვან ფიგურად გრძნობს და შარშანდელთან შედარებით გუნდის გამოცვლას ისე აქტიურად აღარ განიხილავს.
გასულ ზაფხულს ყველაფერი მამარდაშვილის წასვლას მოასწავებდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის თქმით, შემოთავაზებების ნაკლებობის გამო ქართველი გუნდში დარჩა (ყველაზე დიდ ინტერესს ბრენტფორდი და ბრაიტონი იჩენდნენ).
დღეს კი გიორგის ხედვა სხვანაირია, მეკარე ვალენსიაში ძალიან ბედნიერია და გუნდს მხოლოდ კარიერული წინსვლის შემთხვევაში დატოვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გუნდი არა ცხრილის ქვედა ან შუა ადგილებისთვის, არამედ დიდი სპორტული მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს.
პრემიერ ლიგის კლუბები კი მასზე დაკვირვებას აგრძელებენ და ამ სეზონში მათი წარმომადგენლები მესტალიაზეც იმყოფებოდნენ. ქართველმა მეკარემ ოჩოტორენას რეკორდი მოხსნა (ზედიზედ 59 მატჩი ლა ლიგაში), დღევანდელი მონაცემებით კი მას სახლში ჩატარებულ შეხვედრებში ლა ლიგის ეგიდით ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.
ვალენსიაში მიიჩნევენ, რომ გიორგის თავისი მოგერიებებით გუნდისთვის სეზონში საშუალოდ 15 ქულა მოაქვს.
მის მიმართ ინტერესის გააქტიურებას კლუბების მხრიდან მომავალ ზაფხულშიც უნდა ველოდოთ. გიორგის ღამურებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
კომენტარები
9 საათის წინ
5 საათის წინ
7 საათის წინ
7 საათის წინ