Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 29-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.
ქართველ მეკარეს ვილიარეალთან კარგი თამაში Whoscored-მა დაუფასა. მის ანგარიშზე 6 მოგერიება იყო, მათ შორის ერთი თერთმეტმეტრიანი, რომელიც ალექს ბაენას აუღო.
მამარდამ 8.5 შეფასება დაიმსახურა.
ტურის საუკეთესო მოთამაშედ რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა, რომელმაც ატლეტიკოსთან გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. პოლონელმა 9.21 შეფასება მიიღო.
თერთმეტეულში ყველაზე მეტი (3) წარმომადგენელი კი მადრიდის რეალს ჰყავს: დანი კარვახალი, ფედე ვალვერდე და ვინისიუს ჟუნიორი. რეალმა ოსასუნას სძლია 2-4.
კომენტარები
9 საათის წინ
4 საათის წინ
7 საათის წინ
7 საათის წინ