Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა Whoscored-მა ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
გუნდში მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, რომელმაც 7.6 შეფასება დაიმსახურა. ქართველმა მეკარემ გასულ თვეში 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორში (ხეტაფე, მალიორკა) კარი მშრალად შეინახა, ორ შემთხვევაში (ხეტაფე, ვილიარეალი) კი ვებ-გვერდმა მამარდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ვილიარეალთან მარცხისა და გოლის გაშვების მიუხედავად გიორგი საუკეთესო იყო, მან თერთმეტმეტრიანის მოგერიებაც მოახერხა.
თვის მოთამაშე შეფასების მიხედვით ვილიარეალის ნორვეგიელი თავდამსხმელი ალექსანდერ სორლოტი (8.2) გახდა, თერთმეტეულში 2-2 წარმომადგენელი ბარსელონას, რეალს, სოსიედადსა და ვილიარეალს ჰყავს, მამარდაშვილი კი ვალენსიას ერთადერთი მოთამაშეა სიმბოლურ გუნდში.
კომენტარები
8 საათის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ
6 საათის წინ