Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანურმა AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა.
ვალენსიას მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სახლის მატჩებში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა. ღამურებმა მესტალიაზე 12 შეხვედრა ჩაატარეს, ქართველმა კი მხოლოდ 6 გოლი მიიღო საკუთარ კარში, ამასთან მან მშრალად კარი 8 მატჩში შეინახა, რაც უკვე გასული მთლიანი სეზონის შედეგზე (7) მეტია.
ბარახამ ყველა გაგებით ნამდვილი ციხესიმაგრე ააგო. ვალენსიას სახლში სექტემბრის შემდეგ არ წაუგია, გუნდი ბოლოს მესტალიაზე სოსიედადთან დამარცხდა.
მამარდაშვილმა კი 25 ტურში 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად და 13 მატჩი დარჩა იმისთვის, რომ თავისი პირადი შედეგი გააუმჯობესოს.
ვალენსია ლა ლიგაში 36 ქულით მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს ღამურები გრანადას წინააღმდეგ 24 თებერვალს გამართავენ.
კომენტარები
8 საათის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ
6 საათის წინ