Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანურმა AS-მა გიორგი მამარდაშვილის სტატია მიუძღვნა.
მამარდაშვილის დიდებულმა პერფორმანსებმა ვალენსიაში ბევრი ევროპული გუნდის ყურადღება მიიქცია. მეკარე ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე იქნება, ვალენსიას მფლობელები ყოველ წელს დიდ გაყიდვებს უმიზნებენ, წელს კი ყველას ყურადღება ქართველისკენაა. ვალენსიამ უკვე მიიღო შემოთავაზება გასულ ზაფხულს რეალისგან, მაგრამ ლიმმა (ვალენსიას მფლობელი) მრჩევლებს მოუსმინა და არჩია მომდევნო ზაფხულს დალოდებოდა.
მამარდაშვილი ისეთ ტოპ ჩემპიონატში, როგორიც ლა ლიგაა, უკვე ზედიზედ მესამე სეზონია სტაბილურად თამაშობს. ეს კი დაუწერელი მოთხოვნაა, რომელსაც სპორტული დირექტორები ყურადღებას აქცევენ, როცა მეკარეში დიდი ფულის გადახდას აპირებენ. ყველაფერთან ერთად ის მხოლოდ 23 წლისაა.
თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ამ ზაფხულს ვალენსია ქართველის სანაცვლოდ შემოთავაზებებს მიიღებს. კლუბში ხვდებიან სიტუაციას და უკვე მუშაობენ მეკარეებზე, რომელთაც კონტრაქტი ეწურებათ და მათი დამატება მინიმალურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ერთ-ერთ ასეთი რაიოს კარის დარაჯი დიმიტრიევსკია.
გულშემატკივრებს ბარახას პროექტის გაგრძელება ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად ენდომებათ, თუმცა მოქმედი ხელმძღვანელობის პირობებში ეს ძალიან რთული იქნება.
საინტერესოა თუ რა თანხის სანაცვლოდ დატოვებს მამარდაშვილი გუნდს. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. გააჩნია კლუბის მფლობელი პიტერ ლიმი როდის გადაწყვეტს მის გაყიდვას და დაელოდება თუ არა მთელი ზაფხული ყველაზე კარგ შეთავაზებას. რეალური სატრანსფერო ღირებულება ყველაზე ახლოს Transfermarkt-ის შეფასებასთან უნდა იყოს.
მამარდაშვილს კონკურენტი არ ეყოლება იმ გუნდებისთვის, რომლებიც ახალგაზრდა გამოცდილ მეკარეს ეძებენ. ვალენსიას კარის დარაჯის ღირებულება 30 მილიონი ევროა და თუ მსგავსი შეთავაზება დაფიქსირდება, ხელმძღვანელობა მას გაყიდის.
მთელ ევროპაში ასეთი ღირებულება 23 წლამდე არცერთ მეკარეს არ აქვს. ყველაზე ახლოს ბენფიკას უკრაინელი მეკარე, ანატოლი ტრუბინია (22 წლის), რომლის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონადაა შეფასებული. ლილის მეკარე ლუკა შევალიეს (22 წლის) ფასი 18 მილიონს აღწევს.
კიდევ 3 გოლკიპერის ღირებულებაა 15 მილიონი ევრო: ფილიპ იორგენსენი (21 წლის) ვილიარეალიდან, ბარტ ვერბრუგენი (21 წლის) ბრაიტონიდან და ჯეიმს ტრაფორდი (21 წლის) ბარნლიდან. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს მამარდაშვილთან შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვს ელიტაში.
კომენტარები
4 საათის წინ
1 საათის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ