Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში ისტორიული მიღწევა დააფიქსირა.
საქმე იმაშია, რომ ქართველი მეკარე ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ 61 მატჩში მოხვდა, რაც ღამურების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
რეკორდი აქამდე ხოსე მანუელ ოჩოტორენას ეკუთვნოდა, რომელმაც ძირითად თერთმეტეულში ზედიზედ 59-ჯერ ითამაშა. ეს შედეგი 1991 წელს დაფიქსირდა. სიაში შემდეგი ხოსე მანუელ სემპერე (54) და სანტიაგო კანისარესი (53) არიან.
მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 27 გოლი აქვს გაშვებული, კარი კი მშრალად 7-ჯერ შეინახა.
თავად ვალენსია კი სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 ადგილზეა. გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს ლას პალმასის წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
4 საათის წინ
2 საათის წინ
6 საათის წინ
4 საათის წინ