მან სიტის გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიამომ ერლინგ ჰალანდის და კრიშტიანუ რონალდუს სხვაობაზე ისაუბრა.
„თუ რონალდუს თანაგუნდელი გოლს იტანს, პორტუგალიელი არ აღნიშნავს, იმიტომ რომ ფიქრობს, მე უნდა გამეტანაო.
საქმე სულაც არ არის იმაში, რომ კრიშტიანუ ცუდი ადამიანია. უბრალოდ მას ასეთი მენტალიტეტი აქვს.
ერლინგი სულ სხვანაირია. ბევრ გოლს იტანს, თუმცა მას ასევე ისიც მოსწონს, როცა გოლებს მისი თანაგუნდელები იტანენ.
ეს ძალიან შთამბეჭდავია." - აღნიშნა ფერან სორიანომ.