მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური განცხადებით, კლუბი ოლდ ტრაფორდის არეალში ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს, რომელიც 100 ათას მაყურებელს დაიტევს, აშენება კი 2 მილიარდი ფუნტი დაჯდება.
ახალ სტადიონს გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში დამატებით 7.3 მილიარდი ფუნტის შეტანის პოტენციალი აქვს, რაც სხვა მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ ბენეფიტებს გამოიწვევს ადგილობრივ საზოგადოებასა და რეგიონში.
გაჩნდება 92 ათასი ახალი სამსახური და 17 ათასი ახალი საცხოვრებელი, ასევე გამოიწვევს დამატებით 1.8 მილიონი ვიზიტორს წლიურად.
მანჩესტერ იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე 1910 წლიდან თამაშობს, სტადიონის ბოლო გაფართოება 2006 წელს მოხდა, როცა ტრიბუნებზე 8 ათასი ადგილი დაემატა.
იუნაიტედის ახალი სტადიონის კონცეფცია ასეთი იქნება. სტადიონის აშენების სავარაუდო სამიზნე თარიღი 2030 წელი იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები