1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანუელ ნოიერი ისტორიაში მე-4 მეკარეა, რომელმაც ევროთასებზე 150+ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
38 წლის მეკარემ პსჟ-სთან მატჩი სრულად ჩაატარა და თავის გუნდს 1:0 გამარჯვებაში დაეხმარა.
უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე ეს ნოიერისთვის 145-ე მატჩი იყო, კიდევ 5 მას უეფას თასზე აქვს ჩატარებული (შალკესთან 2008/09 სეზონში).
უეფას სუპერთასის მატჩების გამოკლებით, ნოიერს ევროტურნირებზე 150 მატჩი დაუგროვდა და ის მეოთხე მეკარე გახდა ამ ნიშნულით.
გერმანელზე მეტი მატჩი ევროტურნირებზე იკერ კასილასს (179), ჯანლუიჯი ბუფონს (159) და ხოსე რეინას (157) აქვთ ჩატარებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები