Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე წერს.
„მასზე რომ იყოს დამოკიდებული, ის ახალ კონტრაქტს ხვალვე გააფორმებდა. პირველ რიგში, ზედმეტი საუბრების და გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად, იმიტომ რომ ეს მის ხასიათში არ ჯდება.
ხვიჩა კვარაცხელია ძალიან პრაგმატული და ინტროვერტული ტიპის ადამიანია, მას ზედმეტი სპეკულაციები არ უყვარს: ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე.
ამ ყველაფრის გამო, კვირის მატჩში მან გოლის აღნიშვნის დროს ხალხს მიანიშნა, რომ "ის აქ არის", რაც ასევე შეიძლება აღვიქვათ როგორც "ის აქ რჩება", რაც ხვიჩას და მისი გარემოცვის რეალური სურვილია." - წერს ცნობილი გამოცემა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ხვიჩას და ნაპოლის შორის რეალური საუბრები ახალ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს გაიმართება და არ არის გამორიცხული, ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწეროს.
კომენტარები
8 საათის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
6 საათის წინ